გეოგრაფიული ცნობები

ქალაქი ფოთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ის მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდ. რიონის შესართავთან. ჩრდილო განედის 42,08 გრადუსზე და აღმოსავლეთ განედის 41,38 გრადუსს შორის. მისი უძველესი სახელწოდებაა ფაზისი, რომელიც ძვ.წ.აღ-ის V-საუკუნეში იხსენიება.
ფოთს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა. ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონის მარჯვენა ტოტი, სამხრეთ აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფოთი იყოფა ოთხ მუნიციპალიტეტად (ცენტრი, ნაბადა, კუნძული და მალთაყვა).
საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ქალაქი ფოთი დაშორებულია 320კმ-ით. ფუნქციონირებს სარკინიგზო ხაზი, (ფოთი-თბილისი) რომელიც ამოქმედდა 1872 წელს. საავტომობილი ხაზით ქალაქი უკავშირდება ყველა რეგიონს. ფოთიდან თურქეთის საზღვრამდე 90კმ-ია.
ფოთის გამოცოცხლება, პორტის რეკონსტრუქცია, მოდერნიზაცია, ქალაქის კეთილმოწყობა უკავშირდება გამოჩენილ საზოგადო მოღვაწესა და პუბლიცისტს ნიკო ნიკოლაძეს.
ფოთი საპორტო ქალაქია. ის საქართველოს ისტორიული კარიბჭეა.
ფოთის ნავსადგური ემსახურება კავკასიის ძირითად და სარკინიგზო გზებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, იგი არის XXI საუკუნის აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი წერტილი.
ფოთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება როგორც საქართველოს ეკონომიკაში ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ეკონომიკაში, რომელთაც არა აქვთ დასავლეთის ზღვებისა და ოკეანეების პორტებთან მისადგომები. აქედან გამომდინარე, ფოთის პორტის მოდერნიზება არის არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელი ქვეყნებისათვის უაღრესად პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი.

ფოთის ნავსადგურის ტერიტორია 29,7 ჰა-ს მოიცავს. მას აქვს 15 ნავმისადგომი, რომელთაგან 10 აღჭურვილია ამწეებით. ნავსადგურის შესასვლელი არხის სიგრძეა 10,5 მეტრი, ხოლო ნავმისადგომებთან უმცირესი სიღრმე 8,5 მეტრს შეადგენს. სწორედ ფოთის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო ევროკავშირმა წამოიწყო დიდმასშტაბიანი ღონისძიება TRACECA"-ს პროგრამა, რომლის მიზანია აღმოსავლეთ-დასავლეთ სავაჭრო კავშირების განვითარება აზიიდან ევროპისაკენ, კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით.

XX საუკუნის 50-60-იან წლებში ქალაქმა სრულიად შეიცვალა იერსახე. აშენდა ახალი საცხოვრებელი მასივები, სამკურნალო და კულტურულ-განმანათლებელი დაწესებულებები, სპორტულ-ტურისტული ბაზები.
ფოთის ტერიტორიაზე განლაგებულია 20 საშუალო და სპეციალური სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, უმაღლესი სასწავლებლები, ფოლკლორის ცენტრი, ქორეოგრაფიული სტუდიები, ფოთის კოლხეთის კულტურის მუზეუმი, ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მრავალი სხვა დაწესებულება.
ქალაქში მოქმედებს ფოთისა და ხობის ეპარქია.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ფოთი

ტერიტორია - 65.8 კმ3
მანძილი ფოთიდან - თბილისამდე - 330 კმ.
მანძილი ფოთიდან - ზუგდიდამდე - 60 კმ
უახლოესი პორტი - ქალაქ ფოთის პორტი
უახლოესი რკინიგზის სადგური - ქალაქ ფოთის რკინიგზის სადგური
უახლოესი აეროპორტი - კოპიტნარის აეროპორტი - 75 კმ.
ქალაქის მოსახლეობა 45.775
მოსახლეობა სულ - 45.775
მათ შორის:
ქალი - 23 605
კაცი - 22 170
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
1). ქართველი - 94 %
2). აფხაზი - 0,05 %
3) ოსი - 0.13 %
4) სომეხი - 0.41 %
5) რუსი - 4.0 %
6) აზერბაიჯანელი - 0.09 %

გამოგვყევი