საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, ქალაქის მერი ირაკლი კაკულია და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კოსტავას ქუჩაზე მდებარე უპოვართა სასადილოს ეწვივნენ. დღეისათვის მუნიციპალური სასადილოთი წლის განმავლობაში 230 ბენეფიციარი სარგებლობს. ადგილზე მისულებმა, მათ სასაჩუქრე ნობათი გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.