საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) „მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაესწრო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია.

შეხვედრის მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად შემუშავებული ტრენინგ პროგრამის შესახებ სამეგრელო-ზემოს სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.  პროგრამას, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების შემუშავების კუთხით მხარდაჭერას ითვალისწინებს, ნიდერლანდური ორგანიზცია Ecorys ქართულ კომპანიებთან - PMCG და GeoGraphic კონსორიციუმში ახორციელებს.

მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტიპროგრამა  „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განითარების სააგენტოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი განხორციელება 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.