საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კოსტავას № 16, N18 და ჭავჭავაძის ქუჩის N138, №140, N142 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს მოსახლეობის პრობლემების შესახებ და გააცნეს მათ 2017 წელს აღნიშნულ კორპუსებში დაგეგმილი და ეტაპობრივად განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. - „ჩემთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან კომუნიკაცია.

ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში დავპირდი მათ, რომ შეხვედრები ხშირი ინტენსივობით მექნებოდა და მათგან წამოსულ საინტერესო წინადადებებსა და მოსაზრებებს გავითვალისწინებდი, ერთობლივად დავსახავდით პრობლემების მოგვარების გზებსაც.“ ადგილობრივ მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე დასაქმების შესახებაც ესაუბრა. როგორც თავმჯდომარემ განმარტა, სულ მალე, ორი სამკერვალო ფაბრიკა შევა ექსპლუატაციაში. ამჟამად, მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, დაწყებულია ფაბრიკაში ქალბატონების მიღება და დაეხმარება მათ დასაქმებაში. მოსახლეობა დიდი მადლიერებით შეხვდა ამ ინიციატივას და მადლობა გადაუხადეს საკრებულოს თავმჯდომარეს მათი მტკივნეული საკითხის მოგვარებასა და თანადგომისათვის. 
ასევე, ალექსანდრე თოფურიამ აღნიშნა, რომ ის აქტიურად გააგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს და მზად არის მოისმინოს თითოეული მოქალაქის აზრი და წუხილი, დაეხმაროს მათ პრობლემების მოგვარებაში.