საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ქალაქის მერი ირაკლი კაკულია სარსანიას ქუჩის N5, N7, N9, N11 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლებს შეხვდნენ და კორპუსების პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებისგან მოისმინეს. შეხვედრისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ინფრასტრუქტურული პროექტების დეტალები გააცნეს. სულ მალე აღნიშნული კორპუსების სარდაფებში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება. მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარეს დასაქმებაზეც ესაუბრა.

ადგილობრივების თქმით, მათი ოჯახების ძირითადი პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა მათ, სულ მალე, ქალაქში ორი სამკერვალო ფაბრიკა შევა ექსპლუატაციაში, რაც საგრძნობლად გაზრდის სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ფოთელების დასაქმებას. ამ ეტაპზე ფაბრიკაში დაწყებულია ქალბატონების მიღება და დასაქმებაში ხელშეწყობას დაპირდა მათ, რისთვისაც მოსახლეობამ მადლიერება გამოხატეს საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ. ალექსანდრე თოფურიამ მოსახლეობის კითხვებსაც უპასუხა.