დღეს, 9 მაისს ქალაქ ფოთში დიდების მემორიალზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 72 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი დარჯანიამ, საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ, სამამულო ომში მონაწილეებთან, ვეტერანთა საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი გვირგვინებით და ყვავილებით შეამკეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამამულო ომში რამდენიმე მონაწილეს შინ ესტუმრნენ, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ომში თითოეულ მონაწილეს 350 ლარი, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებს 250 ლარი გამოეყოთ. ზეიმის დასასრულს ვეტერანებისათვის საზეიმო ვახშამი გაიმართა.