12 ივლისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის მე-16 რიგგარეშე მოწვევის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი. სხდომაზე ცვლილებები შევიდა საკრებულოს 5 იანვრის N1/1 ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვითაც ხარჯები გაეზარდა მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრს, სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა და საბიბლიოთეკო გაერთიანებებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს, შემცირდა „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები“ . ასევე ცვლილება შევიდა საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის N14/11 დადგენილებაში „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა ოქმის, ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესისი, ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღღიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისის ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე“. სხდომაზე მიღებულ იქნა 2 დადგენილება.