28 ივლისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის მე-17 მოწვევის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი. სხდომაზე მოისმინეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. სხდომაზე მიღებული განკარგულებების თანახმად, თანხმობა მიეცა ქალაქის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მუსიკალური გახმოვანებისა და განათების აპარატურის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე აღზრდის დაწესებულებებთან ურთიერთობის სამსახურისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით.

ასევე, მიეცა თანხმობა 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალების - ავტობუსის შპს „ფოთი ქალაქტრანსპორტისათვის“ თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. საკრებულოს წევრებმა მიიღეს განკარგულება წმინდა გიორგის ქუჩის მონაკვეთის სახელდების შესახებ. სხდომაზე მიღებულ იქნა 2 დადგენილება და 6 განკარგულება.