29 სექტემბერს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 22-ე გეგმიური მოწვევის სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი.

    თანხმობა მიეცა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, ქალქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 29.00 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.09.707) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით.

     ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებულ იქნა შემდეგი საკითხები:

              ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემა.

             ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემა.

            ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმები.

            ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები.

               ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

                საკრებულომ  ცნობად მიიღო  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კაკულიას საარჩევნო პერიოდში  უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

              სხდომაზე მიღებულ იქნა 2 განკარგულება და დამტკიცდა 6 დადგენილება.