31 ოქტომბერს, საკრებულოს 2017 წლის 23-ე მოწვევის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღით წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი. საკრებულოზე მიღებული განკარგულებების თანახმად მიეცა თანხმობა ქალაქის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პეტრე იბერის ქუჩა N23-ში მდებარე უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასთან და ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 4.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შპს „საქრთველოს ფოსტისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. 
მესამე საკითხის თანახმად, უფლებამოსილება შეუჩერდა მუნიცაპლიტეტის საკრებულოს წევრს - ფრაქცია „პატრიოტების უკეთესი მომავლისთვის“ თავმჯდომარეს. 
სხდომაზე მიღებულ იქნა 3 განკარგულება.