დღეს, 5 დეკემბერს გაიმართა საკრებულოს მე-4 (რიგგარეშე) მოწვევის სხდომა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 3 საკითხი.

სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

პირველ საკითხად ცვლილება შევიდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში.

მიღებულ იქნა განკარგულება ,,ქალაქ  ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანოების 2017 წლის საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ“.

სხდომაზე თანხმობა მიეცა ქალაქ ფოთის მერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის- ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის“ დაფუძნებაზე, რომლის საქმიანობის მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება,  სანიაღვრე არხების,  სატუმბი სადგურების, ლიფტების, შუქნიშნების, გარე განათების მოვლა პატრონობა, წყალარინების უზრუნველყოფა, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება.

მიღებულ იქნა 2 განკარგულება და დამტკიცებულ იქნა ერთი დადგენილება.