დღეს, 13 დეკემბერს გაიმართა საკრებულოს მე-5 (რიგგარეშე) სხდომა, სადაც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი.

სხდომაზე მიღებული დადგენილებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა გადაადგილების უზრუნველსაყოფად განისაზღვრა ავტროსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილები.

 დადგენილებაში აღნიშნულია, რომ შშმპ გადაადგილების   უზრუნველსაყოფად, საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ან მერის მიერ უფლებამოსილი პირი. საცნობი ნიშანი გაიცემა როგორც, მკვეთრად გამოხატულ შეზღუდულ შესაძლებლობის ისე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული პარკირების ადგილები უნდა იყოს შესაბამისად გამოყოფილი და აღნიშნული. ასეთ პარკირების ადგილზე შეიძლება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საცნობი ნიშნის მატარებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირება.“

საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს განკარგულებები ფრაქციების: ,,ქართული ოცნების“, ,,ქართული ოცნება- კონსერვატორების“, ,,ქართული ოცნება -მრეწველების” რეგისტრაციის შესახებ.“

საკრებულოში ფრაქცია  ,,ქართული ოცნებას” უხელმძღვaნელებს საკრებულოს წევრი ზურაბ  ჩაჩუა

,,ქართული ოცნება- მრეწველებს” ჯემალ მიგინეიშვილი.

,,ქართული ოცნება -კონსერვატორებს” ზვიად დგებუაძე.

საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებულ იქნა ერთი დადგენილება და 3 განკარგულება