27 დეკემბერს, ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში  წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, საკრებულოს წევრები და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.

გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, რომლებსაც დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის  დაჯილდოვდნენ ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელ მასწავლებლები,რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობებში.

განსაკუთრებით აღინიშნა მოჭიდავეების, ნიჩბოსნების, მძლეოსნების, ფეხბურთელების, რაგბისტების, მოკრივეებისა და მოჭადრაკეების წარმატებები.

აკაკი დარჯანიამ მადლობა გადაუხადა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქალაქში სპორტული ცხოვრების აღორძინების  და განვითარების საქმეში და აღნიშნა, რომ 2017 წელი წარმატებების წელი იყო ქალაქის სპორტულ ცხოვრებაში.

ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.