საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე თოფურიას მხარდაჭერით, ფოთის ახალგაზრდული საკრებულოს წევრებმა ქალაქში ათამდე სოციალურად დაუცველ ოჯახს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სურსათი და ტანსაცმელი გადასცეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, იგი მზადაა მხარი დაუჭიროს და გვერდში დაუდგეს ახალგაზრდებს ყველა კეთილი საქმის წამოწყებაში. მსგავსი ტიპის აქცია, თავმჯდომარის ხელშეწყობით, მომავალშიც გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.