29 ივნისს, საკრებულოს 2016 წლის მე-11 მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ათი საკითხი. სხდომაზე მოსმენილ იქნა მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2015 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, ასევე, შეჯამდა 2016 წლის ქალაქის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსულობები და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობა. აუდიტის ანგარიში და საფინანსო დოკუმენტაციის შესწავლის აქტები მიღებულ იქნა ცნობად. საკრებულოს სხდომაზე განხილულ იქნა ქალაქის ტერიტორიაზე ზოგიერთ ადგილას ზღვაში ბანაობის აკრძალვის შესახებ განკარგულების პროექტი. „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მერტზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით.

საკრებულოს უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სხდომაზე დამტკიცებულ იქნა განკარგულება,რომლის შესაბამისად, განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილები, სადაც აკრძალული იქნება ზღვაში ბანაობა და მოსახლეობა აღნიშნულ ადგილებში განახორციელებს თევზის მოპოვებას კანონმდებლობის შესაბამისად. დაევალა მუნიციპალიტეტის მერიას ამ ტერიტორიაზე განათავსოს შესაბამისი ამკრაძალავი ნიშნები, მოახდინოს მოსახლეობისა და შესაბამისის უწყებების პერიოდული ინფორმირება, გამოიყოს პირები, რომლებიც დაიცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას. ცვლილებები შევიდა მერიის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2016 წლის N17/13 და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილების განსაზღვრის შესახებ საკრებულოს 2015 წლის N16/20 დადგენილებებში.

სხდომაზე მიღებულ იქნა ორი დადგენილება და 8 განკარგულება.