საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე თოფურიამ სპეც ტექნიკა დაათვალიერა, რომელიც თავმჯდომარის ინიციატივითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონიას შუამდგომლობით ფოთს გადმოეცა. იმის გამო, რომ ქალაქში არ არსებობდა შესაბამისი ტექნიკა, ჭარბი ნალექის დროს, მუდმივ პრობლემად რჩებოდა სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიულად გატარება. სპეცტექნიკის გამოყენებით ქალაქის პრობლემა, რომელიც მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, ეფექტურად და დროულად იქნება აღმოფხვრილი.